AMX Mod X: ადმინისტრატორის დონის კონსტანტები

ეს კონსტანტები გამოიყენება პროგრამირებისას (Scripting), კერძოდ AMXX პლაგინების წერისას (.sma ფაილები). როდესაც სკრიპტირებ პლაგინს და გინდა გარკვეული ფუნქციების წვდომა მხოლოდ ადმინებს მისცე, კოდში სწორედ ამ კონსტანტებს იყენებ.

ძირითადი წვდომის უფლებები

კონსტანტა დროშა აღწერა
ADMIN_ALL-ყველა მოთამაშე
ADMIN_IMMUNITYaიმუნიტეტი (ბანი/კიკი არ მოქმედებს)
ADMIN_RESERVATIONbსლოტის დაჯავშნა
ADMIN_KICKcმოთამაშის გაშვების (Kick) უფლება
ADMIN_BANdმოთამაშის დაბლოკვის (Ban) უფლება
ADMIN_SLAYeმოთამაშის მოკვლის (Slay) უფლება
ADMIN_MAPfრუკის შეცვლის უფლება
ADMIN_CVARgსერვერის CVAR პარამეტრების შეცვლა
ADMIN_CFGhკონფიგურაციის ფაილების გაშვება
ADMIN_CHATiადმინ-ჩატზე წვდომა
ADMIN_VOTEjხმის მიცემის (Vote) დაწყება
ADMIN_PASSWORDkსერვერზე პაროლის დაყენება
ADMIN_RCONlRCON ბრძანებების სრული გამოყენება

საბაზისო (Custom) დონეები

ხშირად, სტანდარტული დროშები (a-დან l-მდე) დაკავებულია ძირითადი ფუნქციებით (ბანი, კიკი, რუკა და ა.შ.). როდესაც სკრიპტერს სურს შექმნას სრულიად ახალი ფუნქცია ან პრივილეგია, რომელიც არ შედის სტანდარტულ პაკეტში, ის იყენებს სწორედ ამ Custom (მომხმარებლის) დონეებს. მაგალითად თუ გაქვს პლაგინი, რომელიც VIP მოთამაშეებს აძლევს უფასო იარაღებს (AK-47, M4A1) ან მეტ სიცოცხლეს, შენ შეგიძლია ამ პლაგინს მიანიჭო ADMIN_LEVEL_A (დროშა m). შედეგად, მხოლოდ ის მოთამაშე მიიღებს ამ ბონუსს, ვისაც users.ini-ში უწერია დროშა m